ერევანში მომიტინგეების დაკავება დაიწყეს

ერევნის ცენტრში, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს. „ტასის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ოპოზიციის მომხრეებმა კიდევ ერთი სამთავრობო შენობის ბლოკირება სცადეს, რის გამოც ათეულობით მომიტინგე დააკავეს.

„მოვუწოდებ ჟურნალისტებს არ შეუშალონ ხელი ჩვენს მუშაობას და არ გაერიონ ხალხში. პოლიცია სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს“, – განაცხადა ადგილზე მისულმა პოლიციის უფროსის მოადგილემ, გენერალმა სამველ ჰოვანისიანმა.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა დაასახელეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018