ერევანში ოპოზიციის მსვლელობა განახლდა

ერევანში დღეს დილიდან ოპოზიციის მსვლელობები განახლდა. აქციის მონაწილეებმა ზოგიერთი ქუჩა გადაკეტეს. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ.

„სომხეთის პოლიცია ოპერატიულ მდგომარეობას აკონტროლებს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ შეწყვიტონ შეკრებები და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“, – განაცხადეს სომხეთის პოლიციის პრესსამსახურში.

სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები დღეს დილიდან ერევნის გარეუბნებშიც დაიწყო.

ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა დაასახელეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ პაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018