ერევანში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება გამოაცხადეს

პოლიციელებით გარშემორტყმული პარლამენტის შენობაში პრემიერობის კანდიდატი სერჟ სარგსიანი დეპუტატების წინაშე გამოდის, ამის პარალალურად ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი საფრანგეთის მოედანზე ათასეულობით თანამოაზრეს სიტყვით მიმართავს.

„პარლამენტში უკვე დაიწყო მარიონეტული სხდომა, რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქში კი მასობრივი დემონსტრაციები იმართება. გიუმრიში მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა მოედანზე, იჯევანში ბოიკოტს უცხადებენ სასწავლო პროცესს, გადაკეტილია იჯევანი-ერევანის მაგისტრალი. ვანაძორშიც სასწავლო პროცესის ბოიკოტია, ერევანშიც და ამასთან ბლოკირებულია გზები. დღეს დილით სკოლის მოსწავლეებმა ალყა შემოარტყეს საგარეო საქმეთა მინისტრის მანქანას. რა სიტუაციაა ეს? მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციაა, და მე ახლა არაძალადობრივი ხავერდოვანი რევოლუციის დაწყებას ვაცხადებ.

დილით, ჩვენ რომ სიმტკიცე არ გამოგვეჩინა, პოლიცია ჩვენ დაშლას შეძლებდა. მათ გამოიყვანეს სომხეთის მთელი სპეცტექნნიკა და პოლიცია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმტკიცე. სახალხო რევოლუციის გამოცხადებისას, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ხალხის რევოლუცია. ახლა ჩვენ გავმართავთ მსვლელობას და მოვახდენთ სხვა სამთავრობო შენობების პარალიზებას. მოვაწყობთ მჯდომარე გაფიცვას ყველგან სადაც შესვლას შევძლებთ, სადაც ვერა, იქ ქუჩაში დავჯდებით.

ორი შენიშვნა: ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, ცარიელი ხელებით, ჩვენ გამოვრიცხავთ რაიმე სახის ძალადობას ჩვენი მხრიდან. ხელისუფლება უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. ისინი ვერ შეძლებენ ჩვენ დამარცხებას, ჩვენ ნდა დავიწყოთ ქსელური ბრძოლა და სერჟ სარგსიანმა უნდა დაინახოს, რომ მას არ ჰყავს ხალხი, რომელსაც მართავს. გაუმარჯოს ხავერდოვან რევოლუციას, გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკის ხალხს და სომხეთის რესპუბლიკას. ასე რომ, გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი.“- განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018