ვანში ბმვ-მ 50 წლის ქალი მოკლა – მძღოლი გაიქცა, მაგრამ შსს-მ დააკავა

ვანში, სოფელ ზეინდარში ბმვ-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოგვიანებით შსს-მ მძღოლი დააკავა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და მე-6 ნაწილებით (იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში).

პირველი არხი, ირმა ჭოლაძე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018