ვაჟა-ფშაველაზე მოპედი მანქანას შეეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოპედისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, მოპედის მძღოლი დაშავდა მას ფეხი აქვს მოტეხილი. შემთხვევა გუშინ მოხდა.

თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ჩახვევას ცდილობდა, როდესაც მას მოპედი შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018