ვარკეთილში 20 წლის ბიჭი ყელში დაჭრეს

ინციდენტი  მოხდა ვარკეთილის ზემო პლატოზე – ადგილობრივების განცხადებით, 20 წლის ბიჭი ყელის არეში დაჭრეს. მას პირველადი დახმარება უცნობმა გოგონამ გაუწია. მეზობლებმა სასწრაფო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს და დაშავებული ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, პაციენტს ჭრილობა დაუმუშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმის ფაქტს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდამ თვითდაზიანება მიიყენა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018