ვეშაპი 29 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენების გადაყლაპვის გამო დაიღუპა

სამხრეთ ესპანეთში,  გამორიყული ვეშაპი იპოვეს, რომელიც დაახლოებით 29 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენების გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვეშაპი დიდი რაოდენობით პლასტმასის გადაყლაპვის შემდეგ კუჭის შოკური მდგომარეობის შედეგად დაიღუპა.

გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვეშაპს კუჭსა და ნაწლავებში პლასტმასის ჩანთები, ბადეები, თოკები, ტომრები და კონტეინერები ჰქონდა. ვეშაპის სახეობა, რომელიც პლასტმასით მოწამვლის შედეგად დაიღუპა, აშშ-ში საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების სიაშია და 6 ტონაზე მეტს იწონის. ამ სახეობის ვეშაპები ძირითადად, 70 წელს ცოცხლობენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018