ზაზა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე – ”ბელადები და ყოჩები არ გვჭირდება”

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი არ ეთანხმება მმართველ გუნდში დეპუტატების ძველ და ახალ სახეებად დაყოფას.

– ვინც ეს ტერმინოლოგია დაამკვიდრა ძველი და ახალი სახეები, ეს არის შეურაცხმყოფელი. ამიტომ ვინც არიან ასეთი დაყოფის, დანაწევრებისა და ამ ტერმინოლოგიის შემოღების ავტორები უნდა გაირკვეს.

ჩემი დამოკიდებულება ასეთია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით – ჩვენ არ ვართ ადამიანები და არც უნდა ვიყოთ, რომ ყოჩებს და ბელადებს ვეძებდეთ. ეს კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად. უფრო მეტს ვიტყვი, ასეთივე შეხედულება აქვს მასაც ამ ცხოვრებისეულ დამოკიდებულებასთან. ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც შეიცვლებიან მთავრობებიც, მაგრამ უნდა შევძლოთ, ცხოვრება გაგრძელდეს ინსტიტუციურად, როგორც იგება ჩვეულებრივი თანამედროვე სახელმწიფო, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018