ზღვის ნაპირზე ერთი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს – რა მოხდა ბათუმში

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ნაპოვნია მეორე მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო.

ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.

რაც შეეხება მეორე ადამიანს, შსს-ს ცნობით, მას ალკოჰოლოის ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018