თამარ სირბილაძე – “109-ე ბაღი ექსპერტიზის დასკვნის გამო დაიხურა”

109-ე ბაღის დირექტორის თამარ სირბილაძის თქმით, მას დედაქალაქის მთავრობისგან მიღებული აქვს გარანტიები, რომ საბავშვო ბაღის ტერიტორია არ გაიყიდება და იქ ისევ ბაღი აშენდება. ბაღის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ექსპერტიზის დასკვნის შესახებ დიდი ხანია იცოდა და ეს ამბავი მშობლებს და ბაღის პერსონალს დაუმალა. მისი თქმით, იმის შესახებ, რომ ბაღი ავარიულია და უნდა დაიხუროს, ინფორმაცია მასაც ცოტა ხნის წინ მიაწოდეს.

– მომიტანეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ არის საშიში და საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს. დროებით გადავნაწილდებით სხვადასხვა ბაღებში. მე მაქვს გარანტიები და ვიცი, რომ ბაღი რჩება. – განაცხადა თამარ სირბილაძემ. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ რომ მშობლები და აღმზრდელები, მისი თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ, მედიისგან გაიგო.

მასწავლებლების ნაწილმა აღსაზრდელები ჯგუფებში თვითნებურად შეიყვანა და აღმზრდელობითი პროცესი განაახლეს. თამარ სირბილაძის თქმით, ბაღი დახურულია და სასწავლო პროცესი ოფიციალურადაა შეჩერებული, ამიტომ მას მოუწევს, რომ მასწავლებლებს დაელაპარაკოს , რათა ეს თვითნებური პროცესი შეწყვიტონ.

ბაღის აღმზრდელები, რომლებმაც ბავშვები ჯგუფებში თვითნებურად შეიყვანეს, კითხვაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას ბავშვების უსაფრთხოებაზე, აცხადებენ რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა, ეს გადაწყვეტილება ერთდროულად მიიღეს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018