თბილისის მეტრო შეიძლება გაჩერდეს – 300 თანამშრომელი გაფიცვას აპირებს

თბილისის მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი, რომელთა ძირითად ნაწილსაც მემანქანეები წარმოადგენს, შესაძლოა, გაიფიცოს.

ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა. ინფორმაციას Allnews.ge ავრცელებს.

სწორედ ამ კავშირის წევრები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვას გეგმავენ.

– ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის 45%-ის მომატება, ეს იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა. კერძოდ, რა ზარალიც დოლარის კურსის მატებამ გამოიწვია.  თუ ვერ შევთანხმდით,  გადავალთ რადიკალურ ქმედებაზე. ჩვენ თუ შევხედავთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია, შევიტანთ განცხადებას იმის თაობაზე, როდის დაიწყება გაფიცვა.

ეს პრობლემები, რასაც ჩვენ ვაყენებთ, მთლიანი მეტროპოლიტენის თანამშრომელთა პრობლემებია. ეს გაფიცვა ახლა არ დაწყებულა, ეს არის 2016 წლიდან დაწყებული პროცესი, მაშინ 3 საკითხი გვქონდა დასმული, ერთ-ერთი იყო ხელფასის მომატება, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ დავთმეთ პოზიციები. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით მაშინ იმიტომ დავთმეთ, რომ ჩაიწერა ასეთი პუნქტი შეთანხმებისას, რომ 2017 წელს უნდა მომხდარიყო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, მთელი ორი წელი გამოვიყენეთ დიალოგის რეჟიმში, მაგრამ ხელფასთან მიმართებაში შედეგი არ დადგა და ახლა ასეთ სიტუაციაში ვართ, რომ საგაფიცვო პერიოდში ვიმყოფებით, – განმარტა რატი კაპანაძემ.

მისი ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ პოზიციების შეჯერება ჯერჯერობით ვერ მოხდა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018