თბილისი-ზუგდიდის მატარებელი რიკოთზე ავარიულად, მუხრუჭების დაზიანების გამო გაჩერდა

თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებელი რიკოთის უღელტეხილზე ავარიულად გაჩერდა.

როგორც „ნიუპოსტს“ მატარებლის მგზავრი უყვება, მათ განუცხადეს, რომ მატარებლის მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა და მემანქანე, დამხმარესთან ერთად თავად ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ იმყოფებიან.

როგორც „ნიუპოსტი“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ხარვეზის გამო მემანქანემ მატარებლის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისი შემოწმების შემდეგ კი მოხდა მატარებლის დაძვრა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018