თბილისში ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა – მეფედრონმა პარასკევს 22 წლის ახალგაზრდა მოკლა

ახალი თაობის ნარკოტიკი თბილისში – აბაზანის მარილი, იგივე მეფედრონი, მთელ თბილისს მოედო.

თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში 22 წლის ახლაგაზრდა პარასკევს ღამით გადაიყვანეს. ის მიმღებში გარდაიცვალა.

ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილმა ახალი თაობის ნარკოტიკი – აბაზანის მარილი, იგივე მეფედრონი, მიიღო, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

ახალი თაობის ნარკოტიკი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის სიკვდილის და რამდენიმეს მამაკაცის მოწამვლის მიზეზი გახდა, ქართული ბაზრისთვის ახალია.

კურიერის ინფორმაციით, იგივე პრეპარატის მოხმარების გამო, გასულ კვირას ღამის კლუბიდან გადაუდებელი მედიცინის ცენტრში 2 ადამიანი მოხვდა. ახალგაზრდები 3 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.

ახალი თაობის ნარკოტიკი – მეფედრონი, ძლიერი ფსიქოსტიმულატორია. ის იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სიკვდილს.

აბაზანის მარილს ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან. ზედოზირება კი უეცარ სიკვდილის მიზეზი ხდება.

ქვეყნის ბაზარზე ახალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანას რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკავშირებს თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი, დავით სუბელიანი.

ნარკოლოგების ინფორმაციით, მეფედრონი დამოკიდებულებას იწვევს და კლინიკებში მიმართვიანობაც ყოველდღიურად იზრდება. პაციენტების უმეტესობა არასრულწლოვანია.

შსს-ში არა აქვთ პასუხი, როგორ შემოვიდა საქართველოში ახალი ნარკოტიკული პრეპარატები. უწყებაში ახლა ექპერტიზის პასუხს ელოდებიან, გახდა თუ არა მეფედრონი 22 წლის მამაკაცის სიკვდილი გამომწვევი მიზეზი.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018