თბილისში „დენთის“ დამფუძნებელი, პაატა მუსერიძე დააკავეს – სახლის სარდაფიდან რამდენიმე ტომრით იარაღი გამოიტანეს

ათობით ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა საბრძოლო მასალა – თბილისში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა სახლის სარდაფიდან რამდენიმე ტომრით იარაღი გამოიტანეს.

ჩხრეკა ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ჩატარდა. პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება შავ ბაზარზე იარაღით უკანონო ვაჭრობას.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი თბილისში მდებარე იარაღის მაღაზიის, „დენთის“ დამფუძნებელი, პაატა მუსერიძეა. ოფიციალური ინფორმაციით, მუსერიძემ ორი იარაღი უკანონოდ გაყიდა და ამ ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს ის სამართალდამცავებმა თანხმლებ პირთან ერთად.

თვითმხილველები „კურიერთან“ ყვებიან, რომ ჩხრეკის შემდეგ სამალავიდან იარაღები სამართალდამცველებს ტომრებით გამოჰქონდათ. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცავებმა ასევე, გაჩხრიკეს სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც მათი თქმით, უკანონო იარაღი ინახებოდა. კლინიკის მეპატრონე კი ჩხრეკის ჩატარებას უარყოფს.

სამართალდამცავებმა იარაღის მაღაზიიდან ნივთმტკიცებად შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე არსებული ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, იარაღის მაღაზიის მფლობელთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი, რომლის ბინის სარდაფის ჩხრეკისას ამოიღეს ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იარაღის მაღაზიის მფლობელს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის მეგობარს – 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რუსთავი 2

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018