თბილისში 9 კგ ჰაშიში ქანდაკებებით შემოიტანეს – დაკავებულია გ.კ.

ცოტა ხნის წინ თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა – შს სამინისტრომ 9 კილოგრამი ჰაშიში ამოიღო.

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

ნარკოტიკის შემოტანა თბილისში საფოსტო გზავნილით ხდებოდა. 9 კილოგრამამდე ჰაშიში ქანდაკებებში იყო მოთავსებული და ის გერმანიის გავლით ნეპალიდან გამოიგზავნა.

ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად სამართალდამცველებმა მისი თანმხლები გოგონაც დააკავეს, თუმცა, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

ადგილზე დაკავებულის ადვოკატი იმყოფებოდა, თუმცა მას საქმის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.

– როგორც ვიცი ნარკოტიკულ საშუალებებთან გვაქვს საქმე, ჯერ- ჯერობით არ არის ჩემთვის არაფერი ცნობილი. გავესაუბრე გოგონას, რომელიც მას ახლდა, -აცხადებს ირმა დალაქიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პირი. ის სამართალდამცველებმა თბილისში, DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.

„დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.კ. თბილისში, DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ამანათის სახით მიღებული, პირველადი ინფორმაციით, 9 კილოგრამი „ჰაშიში“ ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი“- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018