თურქეთში მიწისძვრა მოხდა – 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამმართველო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, 13 ადამიანი მსუბუქად არიან დაშავებული.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ადიამანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა.

„ადგილი აქვს მატერიალურ ზარალს. რიგი შენობა დაზიანდა. მთავრობა ზარალის განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოს ატარებს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა დღეს გამთენიისას მოხდა.

პირველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018