„ივანიშვილის იძულება გამოსულიყო ჩრდილიდან ადასტურებს, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში“ – გიგა ბოკერია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ივანიშვილის და მისი გუნდის არჩევნების გზით მოცილება უშველის:

„ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა, მისი იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან, უბრალოდ ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“, კრიზისია მთელ ქვეყანაში, ოღონდ ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის, ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამ – ივანიშვილით დაწყებული, კვირიკაშვილით დასრულებული, ამ გუნდის ჩამოცილება ხელისუფლებიდან, არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე, მეტი არაფერი უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018