ინგა გრიგოლია – “ქალი მეუბნება, ქმარმა ორჯერ დამჭრაო და სანამ ციხიდან გამოვა, როგორმე ქვეყნიდან უნდა გავიქცე 7 წლის ბავშვითო!!!!”

ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა:

“ეხლა მე გეტყვით ჩემს აზრს,რატომ არ შეიძლება ძალადობაზე დაჭერილი კაცის შეწყალება ,თუნდაც ერთი თვე რომ აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.იმიტომ რომ არც ერთ კაცს ამ ქვეყანაზე არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა და მოლოდინი,რომ თუ ქალზე იძალადებს,თუ ოჯახის წევრს ფიზიკურად შეურაცხჰყოფს,ვინმე როდესმე გადახედავს მის სასჯელს!!!!!!!!!! ნებისმიერი მოძალადის შეწყალება სხვებსაც გაუჩენს იმ განცდას,რომ თუ ძალადობის გამო დაიჭერენ,მერე იჩალიჩებს და შეუმცირდება სასჯელი! არც ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს გადახედილი!!!!

P.s-არანაირი პოლიტიკური კამპანიის მონაწილე რომ არ ვარ პრეზიდენტის წინააღმდეგ,აქვე მაინც გავუსვამ ხაზს. არ შეიძლება ,ხალხო,თუნდაც ერთი დამატებითი დღე ვაჩუქოთ მოძალადეს! დღეს ქალი მეჯდა ეთერში,ქმარმა ორჯერ დამჭრაო და სანამ ციხიდან გამოვა,როგორმე ქვეყნიდან უნდა გავიქცე 7 წლის ბავშვითო!!!! ეს უმძიმესი თემაა და არც ერთი წამით არ დაუტოვოთ მოძალადეების იმის იმედი,რომ ვადამდე ადრე დააღწევენ თავს ციხეს!”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018