”კახა, ნუ გვაბოლებ!” – აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქციას – „ნუ გვაბოლებ“ მართავს. ისინი თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საავტომობილო ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში სერიოზული პრობლემა შეექმნება მწვანე საფარს და რეკრეაციული ზონა დაზიანდება. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მოჭრა ემუქრება ასზე მეტ ხეს. ისინი თბილისის მერს მოუწოდებენ, შეცვალოს აღნიშნულთან დაკავშირებით მიდგომა და არ გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც თავის დროზე დავით ნარმანიამ დაუშვა.

აქციის ორგანიზატორებმა ერთი თვის წინ თბილისის მერიაში ასევე შეიტანეს მოქალაქეთა პეტიცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო ესტაკადა არ აშენდეს. მას ხელი 2225–მა ადამიანმა მოაწერა.

რამდენიმე დღის წინ სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ქალაქში განიტვირთება საავტომობილო მოძრაობა, ხოლო ტერიტორიაზე თბილისის მერია ხეებს თავიდან დარგავს, რათა რეკრეაციული ზონა შენარჩუნდეს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018