ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 94 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი დაუკანონდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.

მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდნენ. ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დააარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს, სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და განსავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის პროცესს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც ესწრებოდნენ.

ინტერპრესნიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018