მამუკა ბახტაძე საბანკო სისტემას აკრიტიკებს – ”საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა”

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ.

ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

– სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ ის უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. დღეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც არის ჩვენს ეკონომიკაში, ხელს არ უწყობს მასობრივი მეწარმეობის განვითარებას. – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბახტაძის თქმით, დღეს ქვეყნის ბიუჯეტის 50% ფორმირდება 300 კომპანიის მიერ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018