მარსელო: ”რეალი ბარსელონასავით არასოდეს წააგებს”

მადრიდის რეალის მცველმა მარსელომ იუვენტუსთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდი ბარსელონასავით არასოდეს წააგებს. მარსელომ აღნიშნა რომ მსაჯმა პენალტი სამართლიანად დანიშნა იუვენტუსის კარში:

”ჩვენ ბარსელონა არ ვართ რომ ამხელა უპირატესობა გაგვენიავებინა. მთელი მატჩის მანძილზე ვუტევდით და ვიცოდით რომ ადრე თუ გვიან გოლი გავიდოდა. მსაჯმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც იუვენტუსის კარში პენალტი დანიშნა”–განაცხადა მარსელომ.

რეალმა საკუთარ მოედანზე იუვენტუსთან 1:3 წააგო, მაგრამ პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის წყალობით ნახევარფინალში გავიდა.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018