მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ხანძარი ლიკვიდირებულია

მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, დამწვარია 170 კვ.მეტრამდე ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, უსაფრთხოების მიზნით, მეიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით გათიშულია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძარი რესტორან „მაჭახელაში“ საახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ალეება სხვენიდან დაიწყო. დამწვარია შენობის მესამე სართული და სახურავი. შემთხვევის დროს რესტორანში მყოფთა ევაკუაცია განხორციელდა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018