მექსიკაში უეფას თასი მოიპარეს – ლეონიდან ლიონამდე

მექსიკაში საჩვენებლად ჩატანილი უეფას თასი უცნობებმა გაიტაცეს. ის მალევე ქალაქ გუანახუატოში იპოვეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, ევროპა ლიგის თასი ქალაქ ლეონში ჩვენების შემდეგ მანქანით მიჰქონდათ. სწორედ მანქანიდან მოახერხეს მისი გატაცება. თასი გუანახუატოს კრიმინალურმა პოლიციამ დააბრუნა.

ის მექსიკაში კომპანია FedEx-მა ჩაიტანა. ის ევროპის ჩემპიონთა ლიგის გენერალური სპონსორია 2015 წლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018