მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 16 წლის გოგონას მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება

16 წლის გოგონას, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იგოროყვას სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადა. მათივე ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროსთვის, მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

– გოგონას მესამე უარყოფითი ჯგუფის სისხლის აქვს, თუმცა დამატებით აღვნიშნავ იმას, რომ ვინაიდან პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი არის უნივერსალური, თუ ექნება პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი, შეგვიძლია ესეც გამოვიყენოთ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. რა აქვს დაზიანებული, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ მშობლები ამაზე საუბრის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. გოგონა თემქის მეხუთე საავადმყოფოდან გუშინ გადმოიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. მშობლები მესამე უარყოფითი ჯგუფის სისხლს ითხოვენ, ვინაიდან თუ დასჭირდა ოპერაცია, დასჭირდება ამ კატეგორიის სისხლი. ამიტომ მშობლებს დაუკავშირდით, – განაცხადა კლინიკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა გუშინ გადმოვარდა. გოგონა მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018