მზია წულუკიძე – ”დღეს ერთი წლის უნახავი შვილი ჩავიხუტე გულში, 23 წლის ვაჟკაცს პატარა ბავშვივით დავჩერებივარ და მის სუნთქვას ვუსმენ”

აშშ-ში მცხოვრებმა მზია წულუკიძემ ფეისბუქში დაწერა:

”დღეს უბედნიერესი ქალი ვარ, ერთი წლის უნახავი შვილი ჩავიხუტე გულში. დედაშვილურ სიყვარულზე ძლიერი გრძნობა არ არსებობს. 23 წლის ვაჟკაცს პატარა ბავშვივით დავჩერებივარ და მის სუნთქვას ვუსმენ. ძილსაც განზე გავუდექი, თითქოს დაკარგული დროის ანაზღაურებას ვცდილობ.
აქ რატომ ვწერ? ამ ჯგუფის დამსახურებაა,Natalia Diasamidze ს,ამოჩენა და სახალხოდ მინდა მადლობა გადავუხადო,რომელმაც ფართოდ გაგვიღო თავისი სახლის კარი.იმდენად თბილი და კეთილი ადამიანია,თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდით.ხალასი და სტუმართმოყვარე,უცებ გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით.
ჯგუფის თავის საქმეს ნამდვილად აკეთებს და ამისათვის გიოს მადლობა მინდა გადავუხადო.
ხოლო ყველა ემიგრანტ დედას და ემიგრანტ შვილს მინდა გისურვოთ მალე ჩახუტებულიყავით თქვენს შვილებსა თუ საყვარელ მშობლებს.
დღეს მე უზომოდ ბედნიერი ვარ და სახალხოდ ვყვირი, იმედია ცუდად არ გამიგებთ❤”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018