მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იქნება

მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იქნება. იგი აღნიშნულ პოსტზე შალვა თადუმაძეს შეცვლის, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
– მინდა, დღეს წარმოგიდგინოთ შალვა თადუმაძის შემცვლელი მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე. ეს გახლავთ ქალბატონი ნათია მიქელაძე. მე მგონი, მას ყველა კარგად ვიცნობთ. ნათიას ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით გაართმევს წარმატებით თავს ამ ამოცანას და მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018