მითვისებული ქონება – „ქართუ ბანკის“ იურისტს თაღლითობაში ადანაშაულებენ 

ამხანაგობა „ნაძალადევი 2008″-ის წევრები „ქართუ ბანკთან“ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი „ქართუ ბანკის“ იურისტს, ალა კახნიაურს თაღლითობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ 6 წლის წინ მიწაზე, სადაც კორპუსი აშენდა, ბინები მიიღეს, თუმცა კახნიაურმა მიწები თაღლითურად მიისაკუთრა და ამხანაგობის წევრები ქონების გარეშე დატოვა. აქციის მონაწილეების თქმით, დავა სასამართლოში უკვე 6 წელია მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება.
ამხანაგობა „ნაძალადევი 2008″-ის წევრები კახნიაურთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის გაგრძელებას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავენ.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018