მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა – “ჩემი შვილის მკვლელის მიმართ სამუდამო პატიმრობას ვითხოვ”

22 თებერვალს, თემქაზე მოკლული გოგოს, ანა ნაცვლიშვილის მამა განმარტავს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მსვლელობის დეტალებს მასაც აცნობენ და ამიტომ, პროკურატურას ენდობა. ამის შესახებ მამუკა ნაცვლიშვილმა TV Pirveli-თან ინტერვიუში განაცხადა.

– ვენდობი პროკურატურას, რადგან მაყენებენ საქმის კურსში. ვენდობი, რადგან საქმეს კვალიფიციური გამომძიებელი იძიებს. ახლა ველოდები ექსპერტიზის პასუხს. ცხადია, მე უმაღლეს სასჯელს, სამუდამო პატიმრობას მოვითხოვ, – თქვა მამუკა ნაცვლიშვილმა.

მოკლული გოგოს მამამ ქალთა მიმართ ძალადობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ შემაკავებელი ორდერი ქალებს არ იცავს, რადგან ორდერის გამოწერის შემდეგ კაცები ხშირად, მეტად ძალადობენ იმ ქალზე, ვინც სამართალდამცველებს მიმართა.

– შემაკავებელი ორდერი არ იმოქმედებს. თუ კაცი ხელს გაარტყამს, უპირობოდ უნდა დაიჭირონ. მკვლელს უნდა ეშინოდეს, რომ ხომ ქალისთვის ხელის გარტყმისთვისაც დაისჯება, – თქვა ნაცვლიშვილმა.

22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.  21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

იმედინიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018