მომიტინგეებმა ერევნის პოლიციის დაშლისკენ მოწოდება არ მიიღეს

მომიტინგეებმა ერევნის პოლიციის დაშლისკენ მოწოდება არ მიიღესერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა მომიტინგეთა ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს მასობრივი შეკრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გადასცა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

„უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გუშინდელი მოვლენების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება შეკრების შეწყვეტის შესახებ“, – განაცხადა ოსიპიანმა და ფაშინიანს წერილობითი დოკუმენტი გადასცა. ფაშინიანმა აღნიშნული დოკუმენტი ჟურნალისტების თვალწინ დახია.

დღეს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრა არის დაგეგმილი. გუშინ კოალიციურმა ძალებმა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინეს.

მომიტინგეებმა, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, გუშინ პარლამენტის შენობისკენ მისვლა და მისი ბლოკირება სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, შეტაკებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.