ნათია ფანჯიკიძე – ”ხანდახან ქალებს ისიც შურთ, როცა სხვა ქალს კლავენ”

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

”ხანდახან ქალებს არაცნობიერად ისიც შურთ, როცა სხვა ქალს კლავენ. გშურდათ კარმენის? რა გშურდათ? მისი თავისუფალი ნება, თუ ის, რომ იმდენად მომაჯადოებელი იყო, იმდენ ვნებას იწვევდა, მოკლეს. იქნებ ორივე ერთად? ხანდახან ქალები იმედგაცრუებული რჩებიან, თუ ქალს არ კლავენ, კიდევ უფრო იმედგაცრუებული, თუ ქალი თავს არ იკლავს. ქალებს უყვართ სხვისი ხელით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომაც პოულობენ მკვლელები მხარდაჭერას ქალებში. ამიტომაც არსებობენ ესესელი ქალები თუ ზონდერ-ქალები ნებისმიერ დროს და უხვად.
ყველა ქალი, რომელსაც მსხვერპლზე გადააქვს დანაშაული, მკვლელი არაა, უბრალოდ მშიშარაა. იმდენად ეშინიათ, მსხვერპლი არ გახდნენ, რომ მიზეზს ეძებენ, რომელსაც “თუ არავის მისცემენ, გადარჩებიან”. თუმცა მეორე მხრივ, ყველა მხდალი პირდაპირ თუ ირიბად, მკვლელია.
არ არსებობს მიზეზი, რომელიც ვინმეს თქვენი მოკვლის უფლებას ანიჭებს. ნუ ჩხრიკავთ მიზეზებს და მოიშორეთ უმწეობა.
“ადამიანი მტაცებელი ცხოველია, დანარჩენი ყველაფერი მლიქვნელობაა” – მაქს ფრიში.
გაგიკვირდებათ და ჩვენც ადამიანები ვართ, მაშასადამე მტაცებლები. ხოდა არავის აჩვენოთ შიში და ტკივილი, ეს მოძალადეში არ იწვევს სიბრალულს, მეტად აღვიძებს სადისტს. აჩვენეთ ბრაზი და ეშვები. ის ყველას გვაქვს, საკმარისად ბასრი.”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018