ნიკა მელია, ლევან ვარშალომიძე, მამუკა გამყრელიძე – ვინ ჩავიდა სააკაშვილთან ამსტერდამში

ნიკა მელია, ლევან ვარშალომიძე, მამუკა გამყრელიძე - ვინ ჩავიდა სააკაშვილთან ამსტერდამშიოპოზიცია დიდი პოლიტიკური კოალიციისთვის ემზადება – პარტიების ლიდერები ამსტერდამში მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ოპოზიციის გაერთიანების საკითხი და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია.სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე.

ამსტერდამის შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან – ეროვნულ-დემოკრატიული პარტის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია, ,,ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე, სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთობა ახალი საქართველოსთვის“ წევრი მამუკა გამყრელიძე, ქრისტიან-კონსერვატული პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია.

შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნიუპოსტი