ნიკოლ პაშინიანი – ”სომხეთში რევოლუცია გრძელდება, იწყება მისი მეორე რაუნდი”

დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ოპოზიციამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო „რევოლუციის მეორე რაუნდის“ დაწყების შესახებ.

– ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა მხარდამჭერებთან. მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება ხავერდოვანი რევოლუციის მეორე რაუნდთან დაკავშირებით. ოპოზიციურმა მოძრაობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესი რეალური ცვლილებებით დასრულდეს, – აცხადებს პაშინიანი.

ყველა გადაწყვეტილებას პაშინიანი დღეს საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ მიტინგზე გააჟღერებს. პოლიტიკოსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ “პოლიტიკური ვაჭრობა არ იქნება, რევოლუცია კი გრძელდება“.

ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018