ოზურგეთში პოლიციამ ხალხს პრემიერ-მინისტრთან მიახლოების საშუალება არ მისცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის თემის რამდენიმე ათეულ მაცხოვრებელს, რომლებიც დაბა ურეკის კულტურის სახლთან იყვნენ მობილიზებული და აქ “ქართული ოცნების” გასამართ პარტიულ კონფერენციაზე მომავალ პრემიერ მინისტრს ელოდებოდნენ, პოლიციამ ბატონ კვირიკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცა.

როგორც ‘გურიის მოამბეს” ადგილიდან აცნობებენ, პოლიციამ მოსახლეობას პლაკატები  წაართვა და სამსახურეობრივი მანქანებით ადგილს განარიდა.

ცნობისათვის: ამ წუთებში ურეკის (დაბა ოზურგეთის რაიონში) კულტურის სახლში, “ქართული ოცნების”რაიონული კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაში ქვეყნის პრემიერ მინისტრიც მონაწილეობს.

შრომის თემის გლეხები, პრემიერთან სათხოვნელად მიდიოდნენ, რომ ეს უკანასკნელი მათ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წართმეული მიწების დაბრუნებაში დახმარებოდა.

გლეხები ძირითადად ხელისუფლების მომხრეები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი მომხდარზე საქმის კურსში არ იყო და ინფორმაციის მიღებისთანავე ის, მათ დაეხმარებოდა.

 გურიის მოამბე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018