ოჯახში მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, გარდა იმისა, რომ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, მას ასევე ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ, _ ამის შესახებ შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსი“ ავრცელებს.

_ მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, გარდა შემაკავებელი ორდერისა, გაუკეთონ სპეციალური, ელექტრონული სამაჯურები. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, – განაცხადა თოლორაიამ.

თოლორაიას თქმით, ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პირებს, ანუ, როდესაც არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს 9 თვეში 22 ქალი მოკლეს.

მედიანიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018