პლანეტის მოსახლეობის 40% სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის

დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტი წყლითაა დაფარული, თუმცა მთელი წყლის 96.5% მსოფლიო ოკეანეშია მოქცეული. დარჩენილი 3.5%-ის უდიდესი ნაწილიც მიწისქვეშ მიედინება, ან მყინვარებშია მოთავსებული.
სასმელად ვარგისი წყალი, საერთო რესურსის 0.01%-ზე ნაკლებია და ესეც არათთანაბრადაა გადანაწილებული. პლანეტის მოსახლეობის ნაწილისთვის, სახლში ონკანის მოშვების შემთხვევაში წყლის წამოსვლა, დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ჰაერში აგდებული ბურთის ძირს დავრდნა.

ნაწილს კი ამისთვის კილომეტრების გავლა უხდება. კლიმტის ცვლილება პრობლემას მხოლოდ გაზრდის. ოპტიმისტური პროგნოზითაც კი, უკეთეს შემთხვევაში, საუკუნის ბოლომდე საშუალო ტემპერატურა 1.5-2 გრადუსით მოიმატებს, რაც რიგი მდინარეებისა და ტბების დაშრობას გამოიწვევს.

პრობლემა მხოლოდ სასმელი წყალი არაა. სარწყავი წყლის დეფიციტი, მოსავლის დეფიციტსაც ნიშნავს, რაც შიმშილს და ზოგიერთ ქვეყანაში ეთნოკონფლიქტების გამომწვევი მიზეზი ხდება. წყალი ინდუსტრიისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს.

მიწისქვეშა წყლის მოპოვების ზრდა და ახალი წყაროს მოძიება პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მაგრამ არასაკმარის საშუალებად მიიჩნევა. ზღვის წყალი გაცილებით მეტია. გამტკნარება ამ ეტაპზე საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა ნელ-ნელა მისი ღირებულებაც მცირდება. მაგრამ არც ეს მეთოდია პანაცეა ყველასათვის. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, ბოსტვანას, ნიგერს, ბურკინა ფასოს და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი არ აქვთ. არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, მდინარეების გაწმენდა და დაბინძურების შეჩერება, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მართალია დღეს სასმელი წყლის პრობლემა პლანეტის მოსახლეობის 40% – 3 მილიარდამდე ადამიანს უდგას, მათი ნახევრისთვის ეს პრობლემა საკმაოდ მწვავეა და მომავალიც ერთი შეხედვით ბუნდოვნად გამოუყურება, მაგრამ 2 საუკუნის წინ, როცა პლანეტის მოსახლეობა 1 მილიარდს შეადგენდა 90%-ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მას შემდეგ მოსახლეობა 7.5-ჯერ გაიზარდა უკიდურესი სიღარიბის წილი კი 10%-მდე შემცირდა. მეცნიერთა ნაწილი იმედს არ კარგავს, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში სასმელი წყლის პრობლემა უფრო სწრაფად მოგვარდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018