რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

ვაკეში, რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დღეს რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
კალაძის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ტრანსპორტირების სამსახური უკვე მუშაობს. რაც შეეხება ქუჩის რეაბიოლიტაციის, პროცესს, რომელიც 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება, იგეგმება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგება.
სამუშაოებს კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.

ინტერპრესნიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018