რა უნდა იცოდეს მესაკუთრემ, დაგირავებული ქონება რომ არ დაკარგოს

“გირაო“ და „გირაოს ხელშეკრულება“ – ტერმინი, რომელსაც მოქალაქეები ხშირად იყენებ, რეალურად სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებაა; რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი გაასესხებს გარკვეული ოდენობის თანხას მსესხებლის სასარგებლოდ, მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით იტვირთება მოვალის კუთვნილი უძრავი ნივთი; ხელშეკრულებაში ხდება მითითება, რომ საპროცენტო სარგებლის გადახდის სანაცვლოდ, კრედიტორი უფლებამოსილია, გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ისარგებლოს მოვალის უძრავი ქონებით.

ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის დაგირავების შემთხვევაში.

ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარეები მხოლოდ ზეპირად თანხმდებიან, ხოლო ხელშეკრულებაში წერილობითი ფორმით არ არის გაკეთებული დათქმა საპროცენტო სარგებლის გადახდის სანაცვლოდ მოვალის საკუთრებაში არსებულ ფართით სარგებლობის შესახებ. ეს გარემოება დავის შემთხვევაში მხარეს ართმევს წერილობითი მტკიცებულების წარდგენისა და ფართით მართლზომიერად სარგებლობის შესახებ პოზიციის დასაბუთების შესაძლებლობას.

როგორც წესი, ამ ტიპის ხელშეკრულების დამოწმებას მხარეები ახდენენ სანოტარო წესით, რომლის ფარგლებშიც თანხმდებიან სააღსრულებო ფურცლის ამოწერისშესაძლებლობაზე.

ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მხარეები ხშირად ვერ აცნობიერებენ სამართლებრივ რისკებს, რომელიც თან ახლავს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს.

სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს აღსრულებაქვემდებარე აქტს, რომელიც გაიცემა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული თანხის პროპორციულად ყოველგვარი სასამართლო და საარბიტრაჟო დავის გარეშე, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მოვალეს სურს კრედიტორთან არსებული დავა გადაჭრას სასამართლო წესით, იგი უფლებამოსილია ხელშეკრულების დადების ეტაპზე თანხმობა არ განაცხადოს ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018