რიკოთის უღელტეხილზე 97 ხიდი და 53 გვირაბი აშენდება

რიკოთის უღელტეხილის საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირების ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს.

კერძოდ, ჩუმათელეთი- ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას. საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. პროექტზე ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.

საპროექტო სამუშაოების დასრულება 2018 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. შემდეგი ეტაპი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებაა, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისასმონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5.000 -მდე ადამიანი დასაქმდება.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018