რობერტ დენირო: „ჩემი ცოლი გონიერი ქალია, მშვიდად დამრთო ნება, მომეძებნა 19 წლის გოგო…“

ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

– 50 წლის წინათ ჩვენ გვქონდა პატარა ბინა, გვყავდა ძველი მანქანა, გვეძინა ტახტზე და ვუყურებდით შავ-თეთრ ტელევიზორს. მაგრამ ყოველღამე 19 წლის ლამაზ და ქორფა გოგოსთან ვწვებოდი…

ახლა ჩვენ ყველაფერი გვაქვს: დიდი და ძვირფასი სახლი, ვეებერთელა საწოლი მდიდრულ საძინებელ ოთახში, ულტრათანამედროვე ფერადი ტელევიზორი, მაგრამ მე ყოველღამე 69 წლის ქალთან ვწვები. ჰოდა, მგონი, ეჭვი შემეპარა, რამდენად მჭირდება ეს ქორწინება.

ჩემი ცოლი გონიერი ქალია. ის არც გაბრაზებულა და არც ისტერიკა მოუწყვია.
პირიქით – მშვიდად დამრთო ნება, მომეძებნა 19 წლის გოგო.

ამის შემდეგ კი თავად იზრუნა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე კვლავ პატარა ბინაში მეცხოვრა, ტახტზე დამეძინა და შავ-თეთრი ტელევიზორისთვის მეყურებინა.

***
თქვენ რა კომენტარს გაუკეთებდით მსახიობის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ამ გულახდილ პოსტს?

ფანთაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018