რუსეთსა და აშშ-ს გერმანიის პრეზიდენტმა სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთსა და აშშ-ს სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.

_ დიდი ქვეყნები დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ. აქ პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ სირიის საკითხში ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთისკენ გზას ვერ გამოძებნიან, მაშინ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების შანსები ნულის ტოლფასი იქნება, _  განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა გაზეთ Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, სირიაში პირველად შვიდი წლის განმავლობაში აშშ და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხე გაჩნდა. _ მიუხედავად პუტინისა, ჩვენ არ უნდა გამოვაცხადოთ მთლიანად რუსეთი და რუსი ხალხი მტრებად. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ რუსეთთან დიალოგი და ამავდროულად პირადი კონტაქტებისას კრემლს უნდა გავაგებინოთ, თუ რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებებს რუსეთ-ევროპის ურთიერთობებისთვის, _ აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

ინტერპრესნიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018