რუსთავში გაზით 2 ბავშვი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-12 მიკრო რაიონის #32-ე კორპუსში მოხდა.

ორი მცირეწლოვანი ბავშვი რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვებს საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია აქვთ და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018