სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გახდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანის კანდიდატურა წარადგინა.თბილისის მერის თქმით, კახა გულედანს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

„მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც სამგორის რაიონის მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა გულედანი 2016 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. იყო ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი კანდიდატურა საკრებულოში დღესვე გადაიგზავნება.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018