სანდრო ბრეგაძე – “ქართული მარშის” განადგურების გეგმას საშა კაცმანი ხელმძღვანელობს”

“ახალი თაობის” კითხვებს “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს.
– ბატონო სანდრო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული მარშის” დაკავებული წევრები შიმშილობას იწყებენ. საპატრიარქოსაც სთხოვეთ დახმარება. თუ გამოგეხმაურათ ვინმე?
– რაც შეეხება საპატრიარქოს, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი არის ტყვეობაში.
– ვის ტყვეობაშია?
– უწმინდესი არის მისი გარემოცვის ტყვეობაში. მე არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ესენი არიან ის პიროვნებები, რომლებსაც დავალებული აქვთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი მოათავსონ სრულ ინფორმაციულ იზოლაციაში, რათა აკეთონ თავიანთი შავი და ბინძური საქმეები.
– რას გულისხმობთ, არ მიდის სწორი ინფორმაცია პატრიარქამდე?
– საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ მიდის პატრიარქამდე, გარდა იმ ინფორმაციებისა, რაც აწყობს გარკვეულ ძალოვან უწყებებს და გარკვეულ სამსახურებს. როდესაც მე ვიყავი საპატრიარქოში, იქ ვნახე უცნაური ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ სასულიერო თემასთან, რომლებიც ფაქტობრივად აკონტროლებენ სიტუაციას საპატრიარქოში და რომელთა გარეშეც ჩიტიც კი ვერ გადაფრინდება საპატრიარქოს კედელზე. ფაქტობრივად, ეს ადამიანები ახორციელებენ სრულ ბლოკირებას პატრიარქისას.
– იმის თქმა გინდათ, რომ პატრიარქს ვერ მიაწვდინეთ ხმა?
– აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვეძლევა არანაირი საშუალება, რომ როგორმე მივაწვდინოთ ხმა. გარდა ერთი საშუალებისა, როდესაც უშუალოდ მივაწვდინეთ მას ხმა. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ადამიანებს, რომლებიც თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული იმითი, რომ ქრისტიანობისთვის მებრძოლი უდანაშაულო ახალგაზრდების გათავისუფლება მოხდეს, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.
– სხვა შემთხვევაში ფიქრობთ, რომ პატრიარქს ექნებოდა თქვენთვის სასურველი პოზიცია?
– აქ ჩემთვის სასურველ პოზიციაზე არ არის საუბარი. რას ქვია ჩემთვის სასურველი პოზიცია?! აქ საუბარია სიმართლის მხარეს პოზიციაზე. როდესაც 7 ახალგაზრდა დაჭერილია აბსოლუტურად უკანონოდ. თან დაჭერილია იმის გამო, რომ დაიცვეს ქრისტიანობა, რომ დაიცვეს მართლმადიდებლობა. ამ შემთხვევაში სწორედ საპატრიარქო უნდა დაუდგეს მათ გვერდში.
– სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საქმე სასამართლოშია და საპატრიარქოს რა ბერკეტი აქვს?
– კარგით რა, ჩვენ ვიცით ასეულობით შემთხვევა, როდესაც საპატრიარქოს წარმომადგენლები შუამდგომლობით შედიან გინდა პრეზიდენტთან და გინდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მკვლელებს, ყაჩაღებს, ქურდებს და ასე შემდეგ, რეკომენდაციას უწევენ, რომ მათ საპატიმრო ღონისძიებები შეეცვალოთ არასაპატიმრო ღონისძიებით. ასეულობით მაგალითი არსებობს და ნამდვილ საშიშ კრიმინალებზე! დღეს კი არანაირი რეაგირება არა აქვთ აბსოლუტურად უდანაშაულო სტუდენტებზე, რომლებმაც ფაქტობრივად თავი გაწირეს იმისთვის, რომ ქვეყნის ღირსება და თავიანთი რწმენა დაეცვათ.
– ამით “ქართული მარშის” პოლიტიკას უპირისპირდებიან?
– რას ნიშნავს “ქართული მარში?!” რეალურად “ქართული მარში” არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის ერთგვარი სახალხო მოძრაობა, ერთ პოზიციაზე მყოფი ადამიანების გაერთიანება. მთელი ლიბერასტული ჭუჭყი და მთელი მათი აგრესია მოდიოდა ქართული მარშის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მათში საფთხეს ვერ ხედავდნენ. დაინახეს საფრთხე ჩვენში და ამიტომაც მოემართა მთელი არმადა “ქართული მარშის” წინააღმდეგ. მათი სურვილი იყო “ქართული მარშის” განადგურება. მიუხედავად ათასგვარი დაბრალებისა, ათასგვარი ცილისწამებებისა და ათასგვარი შავი პიარისა, მათ ვერაფერი ვერ დაგვაკლეს. როდესაც მიხვდნენ, ასე არაფერი გამოვიდოდა, შემდე აამუშავეს ხელისუფლებაში ჩაბუდებული მოღალატეები და სოროსის ბანდები და ძალისმიერი მეთოდებით მოინდომეს “ქართული მარშის” დანგრევა.
– ამ ბიჭების დაპატიმრებით მოხდა “ქართული მარშის” განეიტრალებაო, მოვისმინეთ შეფასებები, თქვენ როგორ უპასუხებდით ამას? მოხდა “ქართული მარშის” დაშინება და იქნება თუ არა თქვენი მხრიდან აქტიობები?
– ის 7 ახალგაზრდა, რომლებიც არიან დაკავებული, არ გახლავან “ქართული მარშის” რიგითი წევრები. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა მხრებზეც დგას “ქართული მარში”. ესენი არიან “ქართული მარშის” სული და გული. მამოძრავებელი ძალა და ახალგაზრდა ლიდერები! რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ძალას გამოაცლი “ქართულ მარშს” და დააპატიმრებ, ეს სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის. ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს გამოძიებას და უახლოეს ხანებში გავხეთქავთ ბომბს, ატომური ბომბის მსგავს სენსაციას და სკანდალს, სადაც აღწერილი იქნება თავიდან ბოლომდე, თუ ვინ რანაირად და როგორ იდგა და დგას ამ ყველაფრის უკან.
– უფრო კონკრეტულდ რას გულისხმობთ?
– ჩვენ დავასახელებთ იმ ადამიანებს, რომელთა პირადი პატიმრებიც არიან ეს ახალგაზრდები. რომლებიც არიან ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ! ჩვენ დავასახელებთ იმ სქემებს, ჩვენ მოვიყვანთ იმ ფაქტებს, რომლებიც დაანახებს ჩვენს მოსახლეობას, თუ რა შეთქმულებაზეა საუბარი.
– იქნებ რაღაც მაინც გვითხრათ მინიშნებით?
– მოდით, პირდაპირ გეტყვით, მამათმავლები, რომლებიც არიან მოკალათებულნი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე, როგორც ხელისუფლების გარეთ, ისე ხელისუფლების შიგნით, ისე ტელევიზიებში, სწორედ ისინი არიან მთავარი ფაქტორი იმისა, რომ “ქართული მარშის” ლიდერები არიან დაკავებულები. ასეთი ადამაინები ყველა მთავრობაში და ყველა ხელისუფლებაში იყვნენ, თუმცა დღეს კლანი აქვთ ამ ადამიანებს შექმნილი და ისინი მართავენ ქვეყანას. მე გეტყვით ერთ კონკრეტულ გვარს, ეს არის საშა კაცმანი, რომელსაც პირდაპირ გეტყვით, რომ ეზიზღება ქართველები!
– ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
– საშა კაცმანი არის დაუძინებელი მტერი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის. მას პირდაპირ აქვს დავალება მიღებული, რომ ქართული ეკლესია უნდა დაყოს რამდენიმე ნაწილად. საშა კაცმანი გახლავთ ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს “ქართული მარშის” განადგურების გეგმას.
მისი ხელფასი შეადგენს 200 ათას ლარს, ის საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ფიგურაა. ადრე ის პრემიერ გილაურთან იყო დაკავშირებული და მიხეილ სააკაშვილთან, დღეს კი ის არის ამ ხელისუფლების პიარი და ჩათვალეთ, რომ ის არის პროპაგანდის მინისტრი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის რუხი კარდინალი, რომლისაც ეშინიათ მინისტრებს, ეშინიათ დეპუტატებს.
მე მქონდა საუბარი რამდენიმე მინისტრთან, ისინი ნამდვილად პატრიოტი ადამიანები არიან, თუმც მათ ტყვიასავით ეშინიათ კაცმანის. ის შიშის ზარს სცემს მთელ “ქართულ ოცნებას”. მის უკან დიდი ძალები დგანან. უცხოურ ძალებს ვგულისხმობ. ის ჯორჯ სოროსის მოწაფე და მისი მარჯვენა ხელია. სოროსი ყველაზე მეტად მას ენდობა.
– რა გეგმები აქვს “ქართულ მარშს” და რით აპირებთ დაუპირისპირდეთ ამ ძალებს?
– ჩვენ არ გვაქვს არანაირი ფინანსები, ჩვენ არ გვაფინანსებს არც რუსეთი და არც დასავლეთი, როგორც გვაბრალებდნენ. ჩვენ შიშველი ხელებით გვიწევს ამ მონსტრთან ბრძოლა. ჩვენ მზად ვართ თავგანწირვისთვის, მზადა ვართ დაპატიმრებისთვის და ფიზიკური განადგურებისთვის.
– ამ ეტაპზე თქვენი საპროტესტო გამოსვლები აღარ იგეგმება?
– ყველაფერი იგეგმება. ჩვენ პირველ რიგში დავიწყებთ მასობრივ შიმშილობის აქციას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით და ეს არ იქნება ისეთი შიმშილობის აქცია, რომელიც ბოლო ხანებში ხდებოდა, დილით რომ შიმშილობდნენ და საღამოს ხინკალს ჭამდნენ. ჩვენ ვიშიმშილებთ და ეს იქნება თავგანწირვის აქცია!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018