სტივენ ჯერარდი: ”მოჰამედ სალაჰი მსოფლიოში საუკეთესოა”

ლივერპულის ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა და თქვა რომ ამჟამად ეგვიპტელი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა. ჯერარდის აზრით სალაჰს აქვს პოტენციალი რომ მოუმატოს და გუნდისთვის უფრო მეტი გააკეთოს:

”მესი და რონალდო წლების მანძილზე საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ამჟამად სალაჰი მათ არაფრით ჩამოუვარდება. მისი გოლები რომას წინააღმდეგ საოცარი იყო და ის ლივერპულის ნამდვილი ლიდერია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამჟამად სალაჰი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია”–განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

სალაჰმა რომას წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა, ხოლო შეხვედრა კი 5:2 დასრულდა ლივერპულის სასარგებლოდ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018