ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძის საკუთრებაში გადადის – ინა გუდავაძესთან ნასყიდობის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარია

HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. BMG-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის.

რა დაუჯდა ირაკლი რუხაძეს თუ მის სხვა კომპანიას ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ.

მიმართეს თუ არა მხარეებმა ტელეკომპანიის 100%-ანი წილის ირაკლი რუხაძისთვის მიყიდვაზე მარეგულირებელ კომისიას, ჯერ-ჯერობით უცნობია. კანონით ახალი მეპატრონე ვალდებულია აცნობოს მარეგელურებელ კომისიას ტელემაუწყებელის მეპატრონის სრული ვინაობა.

კომერსანტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018