ტომას მიულერი: ”ჯერ არაფერი დასრულებულა”

მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა ტომას მიულერმა რეალთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდისთვის ჯერ არაფერი დასრულებულა და მადრიდში ბაიერნი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს:

”ძალიან სამწუხაროა რომ წავაგეთ, რადგან ამას არ ვიმსახურებდით. იღბალი დღეს ჩვენს მხარეს არ იყო. წინ კიდევ 90 წუთია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მჯერა რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია”–განაცხადა ტომას მიულერმა.

ბაიერნმა რეალთან საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო და გერმანული კლუბი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. განმეორებითი შეხვედრა 1 მაისს გაიმართება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018