ტრამპი – ამერიკელებმა სირიაში რუსი სამხედროები დახოცეს – “ეს ძალიან სამწუხაროა”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ამერიკელების მიერ რუსი სამხედროების დახოცვა დაადასტურა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

როგორც ტრამპმა განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებსა და რუსს სამხედროებს შორის დაპირისპირება მართლაც მოხდა, რაც მისივე თქმით, მსხვერპლით დასრულდა.

“პრეზიდენტებს შორის არავინ ყოფილი ისეთი მკაცრი რუსეთთან როგორც მე. ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, რომ სირიაში, 1 თვის წინ, ჩვენ შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ჯარებს სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ და ეს ძალიან სამწუხაროა. ამ ბრძოლაში ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ” – განაცხადა ტრამპმა.

თებერვალში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იერიშების შედეგად, სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ძალებთან ერთად მებრძოლი 200-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა რუსები იყვნენ. ზუსტი ციფრი თუ რამდენი რუსი სამხედრო დაიღუპა სირიაში 2015 წლის შემდეგ დღემდე უცნობია.

კრემლი ამ ინფორმაციას უარყოფს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018