უკრაინიდან ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ხუტუ“ გააძევეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინიდან ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „ხუტუ“ გააძევეს.

უწყების ცნობით, 37 წლის ირაკლი ყალიჩავა ე.წ. სოხუმელი ქურდების კლანის წევრია და ის კრიმინალურ წრეებს ოდესაში ზედამხედველობდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურში განმარტეს, რომ ყალიჩავა პოსტსაბჭოთა სივრცეში 40 ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს შორის ერთ-ერთია და ის უკრაინაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მოხვდა.
გავრცელებული ცნობით, ყალიჩავა უკრაინიდან გააძევს და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018