“უმადურობას საზღვარი არ აქვს, კლავიატურის ვირთხებისთვის პირად ნომერს ვაქვეყნებ…” თამაზ ელიზბარაშვილის საჯარო პასუხი

“უმადურობას საზღვარი არ აქვს, კლავიატურის ვირთხებისთვის პირად ნომერს ვაქვეყნებ...” თამაზ ელიზბარაშვილის საჯარო პასუხიბიზნესმენი და ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი მის მიმართ წამოსულ კრიტიკას სოციალურ ქსელში პასუხობს:
“უმადურობას საზღვარი არ აქვს. სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს ლაპარაკი, მაგრამ იმ ცილისწამებაზე და ლანძღვაზე რაც ამ ბოლო დროს გახშირდა ჩემი მისამართით აუტანელია და პასუხის გაცემას საჭიროებს. ამიტომ ვაქვეყნებ ჩემ პირად ნომერს კლავიატურის ვირთხებისთვის: 599 51 68 86. თუ გაქვთ რაიმე პრეტენზია დამირეკეთ, არ დაგზარდებით, ყველას გაგცემთ ამომწურავ პასუხს. აქვე რამოდენიმე ლინკს დავდებ, იქნებ დარეკვაც არ დაგჭირდეთ და აქ იპოვოთ პასუხი”- წერს ელიზბარაშვილი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი ვიდეო, რომელშიც ბიზნესმენი თანამშრომლებსა და ჟურნალისტ დიმა ობოლაძეს შეურაცხყოფას აყენებს.

ნიუპოსტი